ძვირფასო კოლეგავ,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ქუთაისის მერიისა და ERASMUS+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით, 2017 წლის 1-2 მაისს ჩაატარა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:
"უმაღლესი განათლება ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები", HENTI 2017.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეფერირებული ჟურნალის EISSN 2346-7851 სახით.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი მადლობას უხდის კონფერენციის მონაწილეებს და იმედოვნებს, რომ კონფერენციის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის საკუთარი მოსაზრებები სწავლებისა და სწავლის, საგანმანათლებლო ინოვაციების, ელექტრონული სწავლების, განათლებასა და კვლევაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ, მოეხდინათ ახალი პროექტების პრეზენტაცია, მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებში მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ველით თქვენთან შეხვედრას ქუთაისში შემდეგ კონფერენციაზე 2019 წელს!
პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.