საავტორო უფლებები
ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები სრულად რჩება ნაშრომის ავტორ(ებ)ს.
ავტორ(ებ)ი კონფერენციის ორგანიზატორებს გადასცემენ არაექსკლუზიურ ლიცენზიას, რომელიც მოიცავს ნაშრომის გამოყენების უფლებას ბეჭდური და ელექტრონული ფორმით, აგრეთვე თარგმნასა და ვიზუალურ დამუშავებას. ამასთან, ავტორებს უნარჩუნდებათ უფლება საკუთარი ნამუშევრის გადამუშავებისა და რეპროდუცირების, იმ პირობით, რომ კონფერენცია მითითებული იქნება როგორც პირველადი გამოცემის წყარო.
კონფერენციის მასალებში გამოქვეყნებული მოხსენებები გავრცელდება Creative Commons Attribution (CC BY) 4.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს პუბლიკაციის ან მისი ნაწილის გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, მათ შორის კომერციული მიზნებისთვის, წყაროს სავალდებულო მითითებით. გამოყენებისას აუცილებელია ავტორის, წყაროსა და შესაბამისი ელექტრონული მისამართის სრულად მითითება, ხოლო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში - მათი მკაფიო აღნიშვნა.
ავტორი პასუხისმგებელია მოხსენების შინაარსზე. სამეცნიერო კომიტეტი და კონფერენციის ორგანიზატორები არ აგებენ პასუხისმგებლობას ავტორების და/ან მესამე პირების მიმართ პუბლიკაციით რაიმე ფორმით მიყენებული ზიანისათვის.
ავტორ(ებ)ის მიერ კონფერენციაზე მოხსენების წარმოდგენა ითვლება ზემოთ ჩამოთვლილ პირობებზე თანხმობად.