ქართულად  English  


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის


მედიცინის ფაკულტეტი


2019 წლის 26-27 ოქტომბერს ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:


"თანამედროვე მიღწევები კლინიკურ მედიცინაში – 2019"


კონფერენციის მიზანია ექიმთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა, უცხოელი სპეციალისტების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების კარიერული განვითარება. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და ჩაერთონ დისკუსიაში მათთვის საინტერესო საკითხებზე.


საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებლის, თანამომხსენებლის, მსმენელისა და/ან სპონსორის სტატუსით.


კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.


კონფერენციის ნაშრომთა კრებული გამოქვეყნდება უნივერისტეტის ვებგვერდზე ელექტრონული ჟურნალის სახით.  



ველით თქვენთან შეხვედრას ქუთაისში!




პატივისცემით,
                    კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი. 



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს ოკუ-პირებული ტერიტო-რიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელო-ბისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

სამედიცინო კორპორაცია "ევექსი", თბილისი, საქართველო

ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონა-ლური სასწავლო ცენტრი, საქართველო





შექმნილია
საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის მიერ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველო, ქუთაისი, თამარ მეფის № 59
ტელ: (+995 431) 24 00 33, (+995 431) 24 28 71, ფაქსი: (+995 431) 24 38 33