ძვირფასო კოლეგებო!
მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ ობიექტური მიზეზების გამო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ მ.წ. 21-22 ივნისს დაგეგმილი მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები – 2024“ გადაიდო, რაზედაც დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ცალკე.
ამასთან, გვსურს გაცნობოთ, რომ 13 სექტემბერს, საქართველოს ეკონომისტის დღეს,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ატარებს
საქართველოს ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:
„მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება:
საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“.
შესაბამისად, მ.წ. 21-22 ივნისს დაგეგმილ კონფერენციაზე დარეგისტრირებულ ყველა მონაწილეს და/ან სხვა მსურველს შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს ბმული ფაილით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით ქუთაისში.
პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.