აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ

საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში

2015 წლის 13-14 ნოემბერს ჩაატარა პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:

"თანამედროვე განვითარების ეკონომიკური,
სამართლებრივი და სოციალური პრობლემები – 2015"

კონფერენციის მხარდამჭერი ორგანიზაციები:

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი მადლობას უხდის კონფერენციის მონაწილეებს და იმედოვნებს, რომ მათ საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის საკუთარი მოსაზრებები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში მათთვის საინტერესო საკითხებზე.

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეფერირებული ელექტრონული ჟურნალის (EISSN 2346-8203) სახით და საერთაშორისო ჟურნალებში "საჯარო ადმინისტრირება და მმართველობა" და " საჯარო პოლიტიკა და მმართველობა". 

გიწვევთ შემდეგ კონფერენციაზე ორი წლის შემდეგ!

პატივისცემით,
                    კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.