აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი
საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში
2017 წლის 29-30 სექტემბერს ჩაატარა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:
"თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები 2017"
მხარდამჭერი ორგანიზაციები:
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი მადლობას უხდის კონფერენციის მონაწილეებს და იმედოვნებს, რომ მათ საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის საკუთარი მოსაზრებები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში მათთვის საინტერესო საკითხებზე.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეფერირებული ჟურნალის სახით(EISSN 2346-8203) და საერთაშორისო ჟურნალებში "საჯარო ადმინისტრირება და მმართველობა" და "საჯარო პოლიტიკა და მმართველობა".
გიწვევ შემდეგ კონფერენციაზე 2019 წელს!
პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.