აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიის, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისა და ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერით 2015 წლის 9-10 ოქტომბერს ჩატარდა
მეორე საერთაშორისო კონფერენცია
"თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება 2015"
თემაზე:
"ინტერდისციპლინარულობა და პარადიგმულობა თანამედროვე ჰუმანიტარულ აზროვნებაში"
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი მადლობას უხდის მონაწილეებს და იმედოვნებს, რომ ორდღიანი მუშაობის განმავლობაში მათ საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის საკუთარი მოსაზრებები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა რეფერირებული ნაბეჭდი კრებულის სახით.
გიწვევთ შემდეგ კონფერენციაზე ორი წლის შემდეგ!
პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.