აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის
ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
2025 წლის 6-7 ივნისს ატარებს საერთაშორისო კონფერენციას
"ქუთაისური საუბრები" XIX
თემაზე:
"ქართულ-თურქული ურთიერთობები: ისტორია, ენა, ლიტერატურა, კულტურა…"
ეძღვნება პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დაბადების 65 წლისთავს.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ "ქართველური მემკვიდრეობის" XXIX ნომერში.
ველით თქვენთან შეხვედრას ქუთაისში!
პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.