განაცხადის შევსება კონფერენციაში მონაწილეობისათვის:
- განაცხადის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ რეჟიმში;
- განაცხადის შევსების ბოლო თარიღია 2026 წლის 5 სექტემბერი;
- ერთ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ 1 განაცხადი;
- განაცხადი მოიცავს პირად მონაცემებსა და ანოტაციას;
- ანოტაცია უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- თითოეული ანოტაცია უნდა მოიცავდეს 250-300 სიტყვას;
- ნაშრომს არ შეიძლება ჰყავდეს 3 ავტორზე მეტი.
ნაშრომის გამოქვეყნება
კონფერენციაზე წარმოდგენილი რჩეული ნაშრომები გაივლის რეცენზირებას და რეკომენდებული იქნება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბეში" გამოსაქვეყნებლად.
ნაშრომის გაფორმებისა და წარდგენის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჟურნალ "მოამბის" ოფიციალურ ვებგვერდზე.
შენიშვნა:
საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს უფლებას უარი თქვას წარმოდგენილი განაცხადის მიღებაზე და მოახდინოს მოხსენებების საბოლოო განაწილება სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით.
განაცხადის შესავსებად მიყევით
ბმულს.
რეგლამენტი:
- პლენარული მომხსენებელი 30 წუთი
- მომხსენებელი 15 წუთი
- დისკუსიის მონაწილე 3-5 წუთი