აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა
2019 წლის 13-14 ივნისს ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია
"ქუთაისური საუბრები" XV.
თემაზე:
"თურქეთსა და ირანში მცხოვრებ ქართველთა ენა და კულტურა"
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ "ქართველური მემკვიდრეობის" XXIII ნომერში.
ველით თქვენთან შეხვედრას ქუთაისში!
პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.